მემატიანე პირველი ქართული კოოპერატიული თამაშია, რომელიც დედუქციურ უნარს, გუნდის წევრის გაცნობას და დაკვირვებას მოითხოვს.
📜🔍 თამაშის მიზანია მოთამაშეებმა ერთიანი ძალებით ისე გადალახონ 12 ეტაპი რომ არ დაარღვიონ წლების ქრონოლოგია.
მოთამაშეების რაოდენობა 2-5;
საშუალო დროის ხანგრძლივობა 20-30 წუთი;
⚔⚔ მემატიანე Vs მოთამაშები ⚔⚔ - რაც იმას ნიშნავს რომ თამაში კოოპერატიულია და ყველა მოთამაშე ერთგუნდად ცდილობს მის დამარცხებას 12-ვე ეტაპის გადალახვით.
თამაშის თითოეულ ეტაპზე მოთამაშეებს ურიგდებათ იმდენი ბარათი, რომელ ეტაპზეც არიან და ცდილობენ, ხელში არსებული ბარათები, ერთმანეთთან კომუნიკაციის გარეშე, ისე ჩამოვიდნენ, რომ დაიცვან საქართველოს უახლესი ისტორიის ქრონოლოგია. შესაბამისად ისინი იმახსოვრებენ და პასიურად სწავლობენ მე-20 საუკუნეში ჩვენს ქვეყანაში მომხდარ მნიშვნელოვან ფაქტებსა თუ მოვლენებს.
ტურების განმავლობაში მოთამაშეებს ემატებათ სიცოცხლეები და დახმარებები, რაც მათ ეტაპების გადალახვაში ეხმარებათ.
მოვლენა - ყველა მოთამაშე ირჩევს და ასახელებს ერთი წლის ბარათის მოვლენას;
აიცილე ტრაგედია - ერთი მოთამაშე აგდებს ყველა წითლად მონიშნულ წლის ბარათს;
გაცვლა - ორი მოთამაშე ერთმანეთს უცვლის ბარათებს;
სამაშველო რგოლი - გამოყენებისას პირველ შეცდომაზე მონაწილეებს სიცოცხლე არ აკლდებათ;
თამაშის შესაძენად მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:
FB - facebook.com/Pnx.ge
IN - Instagram.com/pnx.ge
📞 - 598 711 551;
თამაშის ღირებულება - 39 ლარი;
თბილისის მასშტაბით ტრანსპორტირება - 7 ლარი;