არ მოსულა ქართული, ინტელექტუალური სამაგიდო თამაშია, რომელიც 12+ ასაკის მოთამაშეებზეა გათვლილი.
თამაში 600+ სიტყვისგან შედგება და 8 განსხვავებული სტილით ითამაშება;
მოთამაშეების რაოდენობა 4+;
საშუალო დროის ხანგრძლივობა 20-30 წუთი;
მოთამაშეები ორ გუნდად იყოფიან და ირჩევენ სიტყვის პირველ ამხსნელს.
ამხსნელის მიზანია, გუნდის წევრებს, განსაზღვრულ დროში, რაც შეიძლება მეტი სიტყვა გამოაცნობინოს, მაგრამ არ გამოიყენოს ის ხუთი სიტყვა, რომლის წარმოთქმაც ახსნის დროს არ მოსულა. დროის ამოწურვის შემდეგ, სვლა გადადის მეორე გუნდზე.
წრე დასრულდება მას შემდეგ, რაც გუნდის თითოეული წევრი იქნება არჩეული სიტყვის ამხსნელად.
თითო გამოცნობილი სიტყვა, გუნდისთვის ერთი ქულაა. თუ სიტყვის ამხსნელი თამაშისას დაარღვევს წესებს ან გადადებს ბარათს ერთი ქულა მოწინააღმდეგე გუნდს ჩაეთვლება.
კლასიკური ვერსიის გარდა "არ მოსულას" კიდევ 7 განსხვავებული თამაშის პრინციპი გააჩნია, რაც თამაშს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
მაგალითად თუ კლასიკურ ვარიანტში ასახსნელი სიტყვის ქვემოთ მოცემული ხუთი სიტყვის გამოყენება "არ მოსულა", 🔄 - ბარათის წესის თანახმად, ის მხოლოდ მის ქვემოთ დაწერილი ხუთი სიტყვით უნდა აიხსნას .
თამაშის შესაძენად მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:
📞 - 598 711 551;
თამაშის ღირებულება - 43 ლარი;
თბილისის მასშტაბით ტრანსპორტირება - 7 ლარი;