ნოსილუმი პირველი ქართული worker placements ტიპის თამაშია, რომელიც სტრატეგიული თამაშების მოყვარულებისთვისაა გათვლილი. მოთამაშეების მინიმალური ასაკი 13 წელი
მოთამაშეების რაოდენობა 4 ან 6;
საშუალო დროის ხანგრძლივობა 20-30 წუთი;
ფასი: 80 ლარი;
პლანეტა ნოსილუმზე დიდი ხნის განმავლობაში მშვიდობიანად და ჰარმონიულად ცხოვრობდნენ ამ პლანეტის მკვიდრნი - ნუმები. დროთა განმავლობაში მათ ღმერთებს - გნოსებს მოსწყინდათ ნუმების შეხმატკბილებული ცხოვრება და მათ, ერთმანეთთან დასაპირისპირებლად, გამოწვევა შესთავაზეს. ისინი მეოთხე გნოსად აკურთხებდნენ იმ სამეფოს წარმომადგენელს, რომელიც აჯობებდა სხვა რასებს და მოაგროვებდა ყველაზე მეტ სიცოცხლის ქვას. მოთამაშე, რომელიც ირჩევს, რომელი რასის წარმომადგენელი იქნება, სათავეში უნდა ჩაუდგეს საკუთარი რასას და გაუძღვეს მათ ბრძოლის ველზე. მან უნდა დაიპყროს ტერიტორიები, მეტოქეების ბაზები და გაანადგუროს მოწინააღმდეგეები, რათა გახდეს მეოთხე გნოსი.
როგორც ისტორია გვამცნობს იმ დროისთვის პლანეტა ნოსილუმის მკვიდრინი 12 რასად იყვნენ დაყოფილნი. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ნუმერაციით, სპეციალური შესაძლებლობებით, ჯარის საწყისი და მინიმალური რაოდენობით.
მათგან ზოგიერთი რასის ლიდერს საკუთარი ქოინებიც კი აქვს.
თამაშის შესაძენად მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:
FB - facebook.com/Pnx.ge
IN - Instagram.com/pnx.ge
📞 - 598 711 551;
თამაშის ღირებულება - 80 ლარი;
თბილისის მასშტაბით ტრანსპორტირება - 7 ლარი;